2023-05-30
ERASMUS+ -ის შესარჩევი კონკურსის შედეგები
2023-05-29
ონლაინ ღია კარის დღე აბიტურიენტებისთვის
2023-05-24
სტუდენტური ონლაინ კონფერენციის განრიგი და კრიტერიუ
სპორტის უნივერსიტეტში გაიმართა მოხსენება, „პლაგიატი და მისი პრევენცია“
2021 წლის 16 აპრილს, სპორტის უნივერსიტეტში Zoom-ის ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით, გაიმართა მოხსენება: „პლაგიატი და მისი პრევენცია“ (მომხს. სამეცნიერო-კვლევითი სამსახურის უფროსი, პროფ. გიორგი ზუბიტაშვილი). მას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელები.
საკითხი ეხებოდა საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორებიცაა:
- აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები
- პლაგიატის პრობლემა და მისი ფორმები
- პლაგიატის თავიდან არიდების გზები
- ციტირების, პარაფრაზირების და რეზიუმირების წესები
- წყაროს მითითების სტილი (APA, Chicago)
- საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომის მომზადების ძირითადი ასპექტები
- ანტიპლაგის სისტემა - „ურკუნდი“
- აკადემიური თაღლითობისადმი რეაგირების ფორმები