/ სიახლე / ...

საქართველოს ფიზიკური  აღზრდისა  და  სპორტის  სახელმწიფო

სასწავლო უნივერსიტეტი

 

ბრძანება  N 01-31

თბილისი   13 მაისი   2020 წ.

„საქართველოს ფიზიკური  აღზრდისა  და  სპორტის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში     აკადემიურ  თანამდებობებზე   კონკურსის გამოცხადების   შესახებ“

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის  34-ე მუხლის,   35-ე მუხლის  1-2-3-4-5 პუნქტების, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 15 ოქტომბრის  №01/745 ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ- საქართველოს ფიზიკური  აღზრდისა  და  სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების  25-ე  მუხლის 1-2-4 პუნქტებისა და  26-ე მუხლის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

2020  წლის 15  მაისიდან    გამოცხადდეს  ღია კონკურსი  აკადემიური  თანამდებობების  დასაკავებლად მწვრთნელთა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტებზე შემდეგ სპეციალობებში:

  1. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის თეორიის, მეთოდიკის,  მენეჯმენტისა და სპორტის ისტორიის კათედრა.

  • ფიზიკური აღზრდის  თეორია   და მეთოდიკა  - პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო  ერთეული;
  • სპორტისა და ოლიმპიზმის ისტორია - პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
  • სპორტისა და ოლიმპიზმის ისტორია - ასოცირებული პროფესორი-1 (ერთი) საშტატო ერთეული;

 

  1. ადამიანის ანატომიის,  ფიზიოლოგიის,  ბიოლოგიისა და ბიოქიმიის კათედრა.

  • ადამიანის ანატომია -პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
  • ზოგადი და სპორტის ფიზიოლოგია-პროფესორი-1(ერთი) საშტატო   ერთეული;
  • ბიოლოგია - პროფესორი - 1(ერთი) საშტატო   ერთეული;

 

  1. სპორტული მედიცინისა და კინეზიოლოგიის კათედრა

  • სპორტული მედიცინა -  პროფესორი - 1(ერთი)  საშტატო  ერთეული;

 

  1. ბიომექანიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების კათედრა.

  • ბიომექანიკა - პროფესორი  - 1 (ერთი) საშტატო  ერთეული;

 

  1. ქართული და უცხო ენების კათედრა

  • ინგლისური ენ  -  პროფესორი - 1 (ერთი)  საშტატო  ერთეული;

 

  1. სპორტის გამოყენებითი სახეების და ორთაბრძოლების კათედრა (ჭიდაობა, ძიუდო, ძალოსნობა, კრივი, აღმოსავლური ორთაბრძოლები, ტყვიის სროლა, ფარიკაობა).

  • ჭიდაობა (ძიუდო) -  პროფესორი -1(ერთი)    საშტატო  ერთეული;

         

  1. სპორტის მასობრივი სახეების კათედრა (მძლეოსნობა, ტანვარჯიში, სპორტის საწყალოსნო სახეები).

  • ტანვარჯიში - პროფესორი - 1 (ერთი) საშტატო   ერთეული;  
  • ცურვა -  პროფესორი -1 (ერთი)  საშტატო  ერთეული;

 

  1. პედაგოგიკის, ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის კათედრა.

  • ზოგადი და სპორტის ფსიქოლოგია - პროფესორი -1 (ერთი)  საშტატო  ერთეული;
  • ზოგადი და სპორტის სოციოლოგია - ასოცირებული  პროფესორი -1 (ერთი)  საშტატო  ერთეული;

 

  1. სპორტთამაშების კათედრა. (ფეხბურთი, ჩოგბურთი, ხელბურთი, რაგბი, კალათბურთი, ფრენბურთი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი და მოძრავი თამაშები)

  • ხელბურთის თეორია და მეთოდიკა - პროფესორი -1 (ერთი)  საშტატო  ერთეული;
  • ფრენბურთის თეორია და მეთოდიკა - პროფესორი ½ საშტატო ერთეული.

 

საკონკურსო თანამდებობაზე არჩევის წინაპირობები

სასწავლო  უნივერსიტეტში  პროფესორის    თანამდებობაზე   6 (ექვსი) წლის  ვადით  შეიძლება  არჩეულ  იქნეს დოქტორის ან  მასთან  გათანაბრებული   აკადემიური   ხარისხის   მქონე   პირი, რომელსაც  აქვს  სამეცნიერო-პედაგოგიური   მუშაობის    არა   ნაკლებ 6 წლის  გამოცდილება.

  1. სასწავლო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან  გათანაბრებული   აკადემიური   ხარისხის   მქონე   პირი, რომელსაც  აქვს  სამეცნიერო-პედაგოგიური   მუშაობის    არა   ნაკლებ 3 წლის  გამოცდილება.
  2. 3. სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 28 თებერვლისN01-27 ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისათვის“ შესაბამისად:
  • პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება მიენიჭება იმ პირს, რომელიც დააგროვებს: − მინიმუმ 180 ქულას,
  • ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება მიენიჭება იმ პირს, რომელიც დააგროვებს: − მინიმუმ 120 ქულას, ამასთან:

პროფესორის აკადემიური  თანამდებობის მაძიებელისათვის აუცილებელია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში  გამოქვეყნებული   ჰქონდეს 2 პროფილური სტატია Ebsco, Scopus, Elsevier ან Thomson Reuters- ის საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებში შემავალ რომელიმე საერთაშორისო ჟურნალებში.

ასოცირებული პროფესორისათვის თანამდებობის მაძიებელისათვის აუცილებელია, ბოლო 5 წლის განმავლობაში  გამოქვეყნებული   ჰქონდეს 1 პროფილური სტატია Ebsco, Scopus, Elsevier ან Thomson Reuters- ის საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებში შემავალ რომელიმე საერთაშორისო ჟურნალებში.

შენიშვნა:

  • ეს სტატიები თუ შესრულებულია რამოდენიმე ავტორის მიერ, აუცილებელია, რომ პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის მაძიებელი პირი მითითებული იყოს პირველ ავტორად;
  • ყოველი გამოქვეყნებული სტატია, რომელსაც კონკურსანტი წარმოადგენს, ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს საკონკურსოდ გამოცხადებულ სპეციალობას.
  • იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტები თანაბარ ქულებს დააგროვებენ, უპირატესობა მიენიჭება იმას, ვისაც უფრო მეტი სტატია ექნება გამოქვეყნებული Ebsco, Scopus, Elsevier ან Thomson Reuters- ის საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებში შემავალ რომელიმე საერთაშორისო ჟურნალებში.
  • პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
  • სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს გადაცილებული პირის არჩევის წესი და პირობები განისაზღვრება უნივერსიტეტის წესდებით და  აკადემიური საბჭოს დადგენილებით.

 

კონკურსში  მონაწილე  კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მიღების  თაობაზე;
  • პირადობის   დამადასტურებელი   დოკუმენტის   ასლი;
  • CV ;
  • დიპლომის  ასლი;
  • სამეცნიერო  ხარისხის  დამადასტურებელი  დოკუმენტის  დედანი, სათანადოდ  დამოწმებულ   ასლთან  ერთად;
  • ორი   ფოტოსურათი 3X4;
  • სასწავლო კურსის/კურსების   სილაბუსი,რომლის წაყვანასაც გეგმავს კონკურსანტი სასწავლო უნივერსიტეტში, როგორც  ნაბეჭდი ისე ელექტრონული   ვერსია (ელექტრონული ვერსია შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას დისკით ან გამოგზავნილი იქნას უნივერსიტეტის ელექტრონულ მისამართზე info@sportuni.edu.ge;
  • ბოლო 5 წელიწადში განხორციელებული კვლევითი პროექტების    ანოტაცია და  გამოქვეყნებული  შრომების  ნუსხა;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის  დამადასტურებელი დოკუმენტი ;
  •  

 

საბუთების მიღება  შესაბამის ფაკულტეტის დეკანატში დაიწყოს გამოცხადებიდან ერთი თვის შემდეგ, 2020 წლის 15 ივნისიდან 2020 წლის  3 ივლისის ჩათვლით,  ყოველ დღე  10:00-დან 15:00 საათამდე.

საბუთების განხილვა მოხდეს 2020 წლის 6 ივლისიდან 17ივლისის   ჩათვლით.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდე  2020 წლის 21ივლისს, შესაბამისი საკონკურსო კომისიის საინფორმაციო დაფასა და უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.Sportuni.edu.ge .

ონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდე 2020 წლის  პირველი აგვისტოდან.

კონკურსი   ტარდება   სწავლების  პირველ  და მეორე   საფეხურებზე  (საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები)

კონკურსანტს  უფლება  აქვს  კონკურსის   შედეგების  გამოქვეყნებიდან    2 დღის   განმავლობაში   შეიტანოს   განცხადება/საჩივარი   საკონკურსო   კომისიაში. ამ   ვადის  გასვლის   შემდეგ   საჩივარი  არ  მიიღება.

კონკურსის  ჩატარების    დებულება  და  აკადემიური  თანამდებობის   დაკავების   წესი  იხილეთ   ვებგვერდზე   (www.Sportuni.edu.ge).

 

     საკონტაქტო    ტელეფონი: 225 00 40

 

რექტორი,

პროფესორი                                                                ჯემალ ძაგანია