ვახტანგ ლუაშვილი
ასისტენტ-პროფესორი
განათლება
ვახტანგ ლუაშვილმა 1969 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, სპორტის მასობრივი სახეების ფაკულტეტი, ტანვარჯიშის სპეციალობით.
სამუშაო გამოცდილება
1966-1969 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში, ტანვარჯიშის კათედრაზე, ლაბორანტად. 1969-2007 წლებში, იმავე კათედრაზე – უფროს მასწავლებლად.
2007 წლიდან 2010 წლამდე მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტანვარჯიშში უფროსი მასწავლებლის პოზიციაზე.
2013 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სპორტის მასობრივი სახეების კათედრაზე, ასისტენ-პროფესორის თანამდებობაზე.
გამოცემული აქვს მეთოდური სახელმძღვანელო, ტანვარჯიშულ ვარჯიშებზე.
სპორტის ოსტატის წოდება მიენიჭა 1966 წელს.