ანზორ ჯაფარიძე
ასისტენტი
განათლება
ანზორ ჯაფარიძემ 1995 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
ამჟამად სწავლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალური ურთიერთობისა და სამართლის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე.
სამუშაო გამოცდილება
1998-2005 წლებში, ანზორ ჯაფარიძე იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი.
2006 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურიდიულ სამსახურში.
2017 წლიდან დღემდე, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგია.
დამატებითი ინფორმაცია
გამოქვეყნებული აქვს ორი სტატია, სოციალური ურთიერთობების მიმართულებით.